გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნეს
ხარკოვზე კონტროლი უკრაინელებმა დაიბრუნეს, – ამის შესახებ ინფომრაციას „ბიბისი“, გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რომ ხარკოვზე კონტროლი აღდგენილია.
„შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ, ქალაქი მტრისგან სრულადაა გაწმენდილი“, – წერს გუბერნატორი.
ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია.