გუბაზ სანიკიძე პარლამენტში შესვლის საკითხზე - ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს, ამ მომენტში ვარ მაყურებელი, ჩემო კარგო ადამიანო

ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში შესვლის საკითხზე განუცხადა.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია პარლამენტში შესვლაზე, შედის თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ჯერ ვერ გასცემს, რადგან ამ ეტაპზე მაყურებლის როლშია და დრო სჭირდება.

„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს ჩემო კარგო. მიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი. მაყურებლები ვართ ყველანი, ჩემო კარგო ადამიანო. აუ, გეხვეწები რა, ჩემო ძვირფასო ადამიანო. მორჩა და გათავდა. ჩემი უფლებაა რა, როდის მოგცემთ ინტერვიუს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.