სასამართლოში გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა – „მე ყველა შეკითხვას ვუპასუხე, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს“

20:12, 07.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა.

„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი