გრიგოლ ვაშაძე - თქვენ უკვე ახდენთ დაბოლილების შთაბეჭდილებას
გრიგოლ ვაშაძე - თქვენ უკვე ახდენთ დაბოლილების შთაბეჭდილებას

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით აპირებს გამარჯვებას, რის შემდეგაც მარიხუანას კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს აუცილებლად განიხილავს.

„ხელისუფლების განზრახვა სრულიად ნათელია – იმედი აქვთ, რომ გაყალბების გზით მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან კრიმინალურ გეგმებს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მარიხუანას პროგრამის განხორციელების თაობაზე.  მივმართავ ხელისუფლებას, თქვენ უკვე ახდენთ დაბოლილების შთაბეჭდილებას და კატეგორიულად არ დავუშვებთ, რომ ეს მთელს საქართველოზე გავრცელდეს. 28 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევნები ორ საქართველოს შორის: უძრაობაში, კორუფციაში და კრიმინალში ჩაფლულ საქართველოსა და იმ პროდასავლურ ხელისუფლებას შორის, რომლის მიზანი იქნება მოქალაქის კეთილდღეობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდოს.