გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე - რაც კოლექტიურად არ გადაწყვეტილა, რჩება ერთი ადამიანის პირად პოზიციად
გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე - რაც კოლექტიურად არ გადაწყვეტილა, რჩება ერთი ადამიანის პირად პოზიციად

რაც კოლექტიურად არ გადაწყვეტილა, რჩება ერთი ადამიანის პირად პოზიციად, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემი მეუღლისა და ქალიშვილის, ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად პოზიციად. ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.