ოქტომბრამდე ვერ მიხვალთ, რომ მოკვდეთ მაინც, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები დასხდებიან პარლამენტის შესასვლელთან და არ იქნება არანაირი წინააღმდეგობა.
ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა: „აგვწიონ და გაგვიტანონ, როგორც მათ საყვარელ პუტინს სჩვევია. რამდენჯერ დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ“.
„ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ამ მოძალადე ხელისუფლებას, დაგვარბიონ. ეზიზღებით მოქალაქეებს, ფორმებიც კი ეზიზღებათ თქვენი, ბიჭებო. არავითარი ხისთავიანობა, წინააღმდეგობა, აგვწიონ და გაგვიტანონ, რომ ყველამ დაინახოს, რა ბლიადდემოკრატია აგვიშენა ოლიგარქმა. მოვუგეთ უკვე, მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შსს-მ აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა. ამასთან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. პარლამენტის შენობის შესასვლელები დილიდან ბლოკირებულია. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.