გრიგოლ ვაშაძე - მომილოცავს, ბატონებო, დღეს ხელისუფლება არ გვყავს, გყავთ ივანიშვილი მარტო, რომელმაც იცის, რომ წუთები აქვს დათვლილი 
გრიგოლ ვაშაძე - მომილოცავს, ბატონებო, დღეს ხელისუფლება არ გვყავს, გყავთ ივანიშვილი მარტო, რომელმაც იცის, რომ წუთები აქვს დათვლილი 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის სასამართლოს სხდომის დახურვას უნიჭოდ დაგეგმილ და ამაზრზენ სპექტაკლს უწოდებს.

„მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და გავიზარდე, ასეთი იქ არ მინახავს. პროკურორი ეხვეწება მოწმეს, თქვი, რაც ჩვენებაში ჩაწერილი გაქვსო და არ ახსოვს, ან რა უნდა თქვას, არ მიუცია ჩვენება და რა ქნას. თურმე მესამე ტალღა ყოფილა სასამართლო რეფორმის, მეოთხე რა იქნება, ალბათ პირდაპირ კედელთან დახვრეტენ, ვინც არ მოეწონებათ. დღეს არც ხელისუფლება გვაქვს ბატონებო, მომილოცავს ყველასთვის, გყავთ ივანიშვილი მარტო, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის და ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან შიშისგან ღამე არ ძინავს, იცის, რომ წუთები აქვს დათვლილი მაგას და მაგის ხელისუფლებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილი და მისი მთავრობა დღეებს ითვლის და მალე გაირკვევა ვინ დაავალა მოსამართლე ნემსიწვეიძეს სასამართლო პროცესის ასე ჩატარება.