გრიგოლ გეგელია - ქართული პოლიტიკა ვერ გათავისუფლდა დიდი ფულის ტყვეობიდან და დემოკრატია სულს ღაფავს
გრიგოლ გეგელია - ქართული პოლიტიკა ვერ გათავისუფლდა დიდი ფულის ტყვეობიდან და დემოკრატია სულს ღაფავს

მთაწმინდაზე არჩევნები არ წარიმართა თავისუფლად და თანასწორად, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დემოკრატია კვლავ იმყოფება ფულის, კოორდინატორებისა და აგიტატორების მავნებელი ტყვეობის მდგომარეობაში.

„არაერთი დარღვევა იყო ამ ოლქში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ აქტივობა არის ძალიან დაბალი, რაც ძალიან ცუდია ყველა მხარისთვის. ქართული პოლიტიკა ვერ გათავისუფლდა დიდი ფულის ტყვეობიდან. ქართული დემოკრატია სულს ღაფავს. სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებზეც, როდესაც მეტ თავისუფლებას ველოდებოდით, თუნდაც შეფარულ თავისუფლებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს ხშირად, ვერავითარ თავისუფლებასა და თანასწორობას ვერ ვხედავთ. მიმდინარეობს იგივე მანკიერი ვერ დავიწყებული წესებით ქართული დემოკრატიის გაყალბება და გადაგვარება“, – განაცხადა გეგელიამ.