გრიგოლ გეგელია - ფარული ჩანაწერების კულტურა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არის დასამთავრებელი
ბუნებრივია, ფარული ჩანაწერების კულტურა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არის დასამთავრებელი, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ.
„ვფიქრობ, ამაზე ყველა მორალური პოლიტიკოსი თანხმდება. ფარული ჩანაწერების ფორმით პოლიტიკის წარმოება ვერ იქნება გზა წინ ამ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. ჩვენ გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი პოლიტიკაში და „ლელო“ ყოველთვის, რაც დავფუძნდით, ვემხრობით და ვნერგავთ ახალ ეთიკურ სტანდარტს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა გეგელიამ.