გრიგოლ გეგელია - ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს
გრიგოლ გეგელია - ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს

მე ცალკეულ მტკიცებულებებს ვერ მოგიყვებით, ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ და არჩევნების გაყალბების სქემას მალე გამოავლენენ.

„განსხვავებით კალანდარიშვილისგან, ჩვენ სუს-ი და პროკურატურა კი არ გვყავს, ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები შეკრებილები, ერთად ვაანალიზებთ ტოპ აიტი სპეციალისტებთან, ტოპ კლასის საარჩევნო სპეციალისტებთან ერთად, ყველანი ვართ ჩართული, გაფაციცებული, და 24 საათი ვმუშაობთ გაერთიანებული შტაბის პრინციპით, სადაც ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია, ტოპ ტვინებია, საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს გამოძიებას, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან.

არავინ არ იღელვოს, მტკიცებულებები იქნება ძალიან მალე. მე ცალკეულ მტკიცებულებებს ვერ მოგიყვებით, ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს. ყოველდღიურად ახალი და ახალი სამხილი ჩნდება, თუ რამხელა სპეცოპერაციასთან გვაქვს შეხება“, – განაცხადა გეგელიამ.