გრიგალავა რუსული ლიგის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორისაა
გრიგალავა რუსული ლიგის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორისაა

გია გრიგალავა რუსული პრემიერ ლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტურის 11 რჩეულში სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა, „სოფასქორმა“ შეიყვანა.

ტულას „არსენალი“ მოსკოვის „სპარტაკს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ტულელთა რიგებში შეუცვლელად იასპარეზა ცენტრალურმა მცველმა გია გრიგალავამ, რომელმაც მოსკოველ თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში კი მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა ჯანო ანანიძე, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „არსენალში“ გრიგალავამ 15-დან 13 შეხვედრა ჩაატარა (ყველა შეუცვლელად) და 1 გოლი გაიტანა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მცველი მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდა.