გია გრიგალავა - კვარაცხელიას ურჩევნია, ევროპაში ახლავე წავიდეს #1TVSPORT
გია გრიგალავა - კვარაცხელიას ურჩევნია, ევროპაში ახლავე წავიდეს #1TVSPORT

გია გრიგალავამ Sport24-თან ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა და მას ევროპაში წასვლა ახლავე ურჩია.

საქართველოს ნაკრების მცველი, ტულის „არსენალის“ ყოფილი კაპიტანი დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი მზადაა, რომ ევროპის ტოპ-ჩემპიონატში ითამაშოს.

„ახლა მას მრჩევლები საკმარისზე მეტი ჰყავს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რჩევა არ უკითხავს. რომ მომმართოს, მე ჩემს აზრს ვეტყვი. სჯობს ევროპაში ახლავე წავიდეს. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ის ევროპისთვის სრულიად მზადაა“, – განაცხადა გია გრიგალავამ.