„ხიმკიში“ გრიგალავათი დაინტერესება არ დაადასტურეს #1TVSPORT
„ხიმკიში“ გრიგალავათი დაინტერესება არ დაადასტურეს #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგის „ხიმკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, რომან ტერიუშკოვმა განაცხადა, რომ კლუბი ტულას „არსენალის“ ყოფილი მცველით, გია გრიგალავათი დაინტერესებული არ არის.

„ხიმკის“ ინტერესი არ აქვს გრიგალავას მიმართ“, – ასეთი ლაკონური კომენტარი გააკეთა ტერიუშკოვმა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან.

გამოცდილ ქართველი მცველი კარიერას „ხიმკიში“ რომ გააგრძელებდა, ეს ინფორმაცია „სპორტ-ეკსპრესმა“ გაავრცელა. „ხიმკის“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკო გრიგალავას „არსენალში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

გია გრიგალავას ბოლო კლუბი იყო ტულას „არსენალი“, რომლის შემადგენლობაშიც 2017 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. გრიგალავამმეთოფეები“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რუსეთში 32 წლის ქართველი მცველი ასევე თამაშობდა „როსტოვში“, სკა-ში, „მოსკვაში“, „კრილაი სოვეტოვში“, „ვოლგაში”, „ანჟიში“. საქართველოს ნაკრებში კი გრიგალავამ 34 მატჩი ჩაატარა.