„ხიმკის“ ხელმძღვანელის ინფორმაცია არ დადასტურდა - გრიგალავა რუსულ კლუბთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT
„ხიმკის“ ხელმძღვანელის ინფორმაცია არ დადასტურდა - გრიგალავა რუსულ კლუბთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT

„ხიმკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, რომან ტერიუშკოვის ნათქვამი არ დადასტურდა – გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის კლუბ „ხიმკის“ თურქეთში შეკრებაზე გაჰყვა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

„ყოფილი მცველი, გია გრიგალავა „ხიმკისთან“ ერთად საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაფრინდა. ბელეკში გამართულ პირველ საწვრთნელ ბანაკზე „ხიმკი“ 25 იანვრამდე დარჩება. ტულასარსენალისა“ და „ანჟის“ ყოფილი მცველი კლუბში ტესტირებას გაივლის“, – წერია „მატჩ ტვ“-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია გრიგალავამ ტულას „არსენალი“ ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. ორი დღის წინ „სპორტ-ეკსპრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „ხიმკი“ მზად იყო ქართველი მცველი აეყვანა. ეს ცნობა კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, რომან ტერიუშკოვმა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში უარყო.

თუმცა „სპორტ-ეკსპრესის“ ცნობა დადასტურდა და 32 წლის მცველს რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრის შანსი მიეცა. გია გრიგალავა ტულას „არსენალში“ 2017-2021 წლებში თამაშობდა. მან „მეთოფეები“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. რუსეთში ის ასევე თამაშობდა „როსტოვში“, სკა-ში, „მოსკვაში“, „კრილია სოვეტოვში“, „ვოლგაში“, „ანჟიში“. საქართველოს ნაკრებში გრიგალავამ 34 მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი