„ტორპედოს“ პრეზიდენტი - გრიგალავასთან კონტრაქტზე საუბარი არ ყოფილა #1TVSPORT
„ტორპედოს“ პრეზიდენტი - გრიგალავასთან კონტრაქტზე საუბარი არ ყოფილა #1TVSPORT

მოსკოვის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დენის მასლოვმა კომენტარი გააკეთა, რატომ არ გააფორმეს კონტრაქტი „არსენალის“ ყოფილ მცველთან, გია გრიგალავასთან, რომელიც გუნდში ვარჯიშობდა.

„გიამ დამირეკა და მთხოვა, რომ ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენთან ევარჯიშა. მე მას ვიცნობ, როგორც დიდ პროფესიონალს. ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენი ბიჭებისთვის სასარგებლო იქნებოდა. კაცს პრემიერ ლიგაში 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. ამ საკითხზე ალექსანდრე ბოროდიუკთან შევთანხმდი. მან თანხმობა თქვა, მაგრამ გრიგალავასთან კონტრაქტის გაფორმებაზე საუბარი არ გვქონია“, – განუცხადა მასლოვმა Match TV – ის კორესპონდენტს.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის ასაკში გრიგალავა ქუთაისიდან დონის როსტოვში გადავიდა და საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო. 2006 წლიდან, 17 წლის ბიჭმა რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა „როსტოვში“ ჩაატარა, მერე ამავე ქალაქის სკა-ში თამაშობდა. გრიგალავა ასევე გამოდიოდა „მოსკოვში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟიში“, კვიპროსულ „პაფოსსა“ და „ეთნიკოსში“.

2017 წელს რუსეთში დაბრუნდა და ტულას „არსენალში“ ჩაირიცხა, სადაც 2021 წლამდე თამაშობდა. ზაფხულში გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა, ახალი კონტრაქტი წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ აღარ გაუფორმეს და უგუნდოდ დარჩა.