„ტორპედოს“ გრიგალავასთან კონტრაქტის გაფორმება სურს #1TVSPORT
„ტორპედოს“ გრიგალავასთან კონტრაქტის გაფორმება სურს #1TVSPORT

შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ მოსკოვის „ტორპედოსთან“ კონტრაქტიო გააფორმოს – ინფორმაციას „მატჩ ტვ“ ავრცელებს.

„მოსკოვის გუნდმა შესაძლოა, კონტრაქტი ოთხ მცველთან გააფორმოს – გრიგალავასთან, დენისოვთან, კლეშჩენკოსთან და კოჟემიაკინთან. „მატჩ ტვ“-ს ცნობით, „ტორპედო“ მომავალ კვირას კონტრაქტს ერთ ან შესაძლოა ორ ცენტრალურ მცველთან გააფორმებს. „ტორპედოს” ინტერესების სფეროშია გია გრიგალავა, რომელსაც „არსენალიდან“ წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს“, – იუწყება „მატჩ ტვ“.

გია გრიგალავა ტულას „არსენალიდან“ წამოსვლის შემდეგ მოსკოვის „ტორპედოში“ ვარჯიშობს, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ალექსანდრე ბოროდიუკია. მისი ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ სეზონი წარმატებით დაიწყო – პირველ ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, გუნდი 10 ქულით გათამაშების ლიდერია.

31 წლის მცველმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანი ისევ პრემიერლიგის გუნდში მოხვედრა იყო. ამიტომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.