გრიბოედოვის თეატრში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება
თბილისის საერთაშორისო საავტორო სიმღერის ფესტივალის ფარგლებში, 9 მაისს გრიბოედოვის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ვეტერანებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
საღამოზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სიმღერები შესრულდება. კომპოზიციებს ფესტივალის მონაწილე 10 ქვეყნის მონაწილეები და ქართველი მომღერლები შეასრულებენ.
საერთაშორისო საავტორო სიმღერის ფესტივალი საქართველოში წელს მეოთხედ ტარდება და მასში მონაწილეობას ათი ქვეყნა იღებს. მათ შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი,უკრაინა და საქართველო.
პროექტის მიზანია საქართველოში საავტორო სიმღერის პოპულარიზაცია, ქართველი და საზღვარგარეთ მყოფი „ბარდების“ ურთიერთობების გაღრმავება.
თბილისის საერთაშორისო საავტორო სიმღერის ფესტივალი, პირველად 2014 წელს ჩატარდა.
ფესტივალი 11 მაისის დაიხურება.