გრიბოედოვის თეატრში ცნობილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის ბელა ახმადულინას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.
საღამოზე სახელწოდებით „ბელა ახმადულინა – სიზმრები საქართველოზე“ პოეტის ლექსებს რუსეთის დამსახურებული არტისტი ჩულპან ხამატოვა კითხულობდა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური კომპოზიციები პიანისტ ალექსეი გორიბოლის შესრულებით.
ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია საქართველოს.