გრიბოედოვის თეატრში ბელა ახმადულინას საიუბილეო საღამო გაიმართა

23:08, 15.12.2017

გრიბოედოვის თეატრში ცნობილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის ბელა ახმადულინას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.

საღამოზე სახელწოდებით „ბელა ახმადულინა – სიზმრები საქართველოზე“ პოეტის ლექსებს რუსეთის დამსახურებული არტისტი ჩულპან ხამატოვა კითხულობდა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური კომპოზიციები პიანისტ ალექსეი გორიბოლის შესრულებით.

ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია საქართველოს.

მსგავსი