გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ.

როგორც ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, გოგონა სახლიდან 14:30 საათზე გავიდა და მთელი დღის განმავლობაში ოჯახმა მის კვალს ვერ მიაგნო.

მათი განცხადებით, ბავშვი ცეკვის წრეზე მიდიოდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სკოლა სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამასთან, პირველ არხს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, რომ გოგონა დაინახა, რომელიც ქუჩაში მარტო მიდიოდა.

წმინდაწყლის დასახლებაში საძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პირველი არხი ბავშვის ფოტოებს ოჯახის თხოვნით ავრცელებს.