გორში, სტალინის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს.
მაღაზიაში შეიარაღებული პირი შევიდა, წაღებულია თანხა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების დროს მაღაზიაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მიმდინარეობს გამოძიება 119-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მაღაზიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.