გორში, სტალინის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

15:51, 11.02.2018

გორში, სტალინის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს.

მაღაზიაში შეიარაღებული პირი შევიდა, წაღებულია თანხა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების დროს მაღაზიაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მიმდინარეობს გამოძიება 119-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მაღაზიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი