გორში ორი მამაკაცი დაჭრეს
გორში ორი მამაკაცი დაჭრეს

გორში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრის დროს ერთ-ერთ მამაკაცს მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა თან. არსებული ინფორმაციით, სროლის დროს არასრულწლოვანი არ დაშავებულა.

ბავშვის მამა ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისი ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცებს ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.