გორში ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ.
ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან სასულიერო პირებმა მრევლი დალოცეს.
დღესვე, გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.
ჯვარს დაიწერს სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი 50-ზე მეტი წყვილი.