გორში ძარცვა მოხდა. მაღაზია „მონადირედან” მამაკაცმა სასტარტო იარაღი გაიტაცა.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს პისტოლეტის გასინჯვა სთხოვა, რის შემდეგაც იარაღით ხელში გაიქცა.
ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
სამართალდამცავები თვითმხილველებს კითხავენ.