გორში ერთ-ერთი ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს.
როგორც პირველ არხს ლომბარდის თანამშრომელმა განუცხადა, თავდამსხმელი თანხის გამოძალვას იარაღის მუქარით ცდილობდა.
მისი თქმით, მან სეიფის გაღება და განგაშის ღილაკის ამოქმედება შესძლო, რის შემდეგაც დამნაშავე გაიქცა და თანხის წაღება ვერ მოახერხა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.