გორის ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში კორონავირუსი ჰოსპიტალის ექთანს დაუდასტურდა. როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში განუცხადეს, 26 წლის ქალს კორონავირუსი ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდა. ახალი შემთხვევა არ უკავშირდება ინფიცირებული ექიმ ჰემატოლოგის კონტაქტს, რომელიც ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში აცხადებენ, ხვალიდან ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევის კონტაქტების მოძიებას დაიწყებენ.