გორში, სადგურის დასახლებაში სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, თვითმხილველთა ინფორმაციით, შელაპარაკება ახალგაზრდებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა და ჩხუბში გადაიზარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში ჩხუბის დროს ცხრა ადამიანი დააკავეს.
კერძოდ, სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლითა და ექვსი პირი სისხლის სამართლის წესით, 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.