გორში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა  
გორში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა  

გორში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკა „გორმედში“ განუცხადეს.

პაციენტი „გორმედის” კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შემთხვევა დღეს გორში მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.