გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი 33 წლის მამაკაცი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკაშია მოთავსებული. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ვენა და არტერია აქვს დაზიანებული და მართვით სუნთქვაზეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.