გორში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მეზობლები ამბობენ, რომ ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. მათივე ცნობით, დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.