გორის სოფელ ქიწნისში ეპიდემიოლოგები კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ
გორის სოფელ ქიწნისში ეპიდემიოლოგები კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდემიოლოგთა ხუთი ჯგუფი კორინავირუსით ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებს იკვლევს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარალელურად, სოფელში მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

ქორჩაშვილის თქმით, დღეს შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში სულ 369 ნიმუში გაიგზავნება, მათგან 300 არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ხოლო 69 სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირები.

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში დამატებით 46 პირია გადაყვანილი.