გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 55 მოქალაქე იმყოფება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 55 მოქალაქე იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 55 მოქალაქე იმყოფება, საიდანაც 51 საქართველოს მოქალაქეა, ოთხი კი უცხო ქვეყნის. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დრომდე საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

გუშინ ჰოსპიტალში მყოფი პირებიდან ლუგარის ლაბორატორიაში არც ერთი სინჯის გაგზავნა არ გამხდარა საჭირო. დღეს კი, საკარანტინე ზონას დატოვებს სამი პირი, აქედან ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მოქალაქე.