გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 მოქალაქე იმყოფება, საიდანაც 35 საქართველოს მოქალაქეა, ოთხი – უცხო ქვეყნის, ასევე კარანტინშია 10 სამხედრო მოსამსახურე.
ამასთან, ჰოსპიტლიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ორი ადამიანის სინჯები გაიგზავნა, თუმცა პასუხი უარყოფითია. დღეს კვლევისთვის კიდევ ოთხი პირის სინჯები გაიგზავნება.
„გუშინ აღებული ტესტები არის უარყოფითი. არცერთ შემთხვევაში კორონავირუსის ინფექცია არ გვაქვს. დღეს დაგეგმილია ოთხი ტესტის აღება. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ხვალ და ზეგ დაგეგმილია იმ მოქალაქეთა გაწერა, რომლებიც 14-დღიან პერიოდს ასრულებენ“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.