გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის დადასტურების ახალი ფაქტი არ გამოვლენილა. გუშინ გაგზავნილი ოთხი ტესტიდან ყველა უარყოფითია.
როგორც გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, ამ დროისთვის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათვე ინფორაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რაც შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობდა, დასტაბილურდა.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 65 პირი რჩება, აქედან 52 სამხედრო მოსამსახურეა