გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 10 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს ათი ნიმუში გადაიგზავნა. აქედან რამდენიმე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირებისაა.
ამ დროისთვის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ცხრა პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმების ინფორმაციით, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა.