გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ დროისთვის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ-19“ით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება. მედიკოსების შეფასებით, ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაყვანილ 65 წლამდე მამაკაცს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 52 პირი რჩება, აქედან 39 სამხედრო მოსამსახურეა.