გორის სამხედრო ჰისპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს შვიდი ნიმუში გააგზავნეს
გორის სამხედრო ჰისპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს შვიდი ნიმუში გაიგზავნა.
როგორც ჰოსპიტალში ავცხადებენ, არც ერთ შემთხვევაში არ არის რთული მდგომარეობა, გამოხატულია დაბალი ტემპერატურული რეაქცია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში , ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით მყოფი ორ პირი რჩება, მათი მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 53 პირი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.