გორის სამხედრო ჰისპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთი ნიმუშის პასუხები უარყოფითია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით ორი პირი რჩება.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 51 პირი იმყოფება, აქედან 34 სამხედროა.