გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე მღებრიშვილი ფარული კენჭისყრით ოთხი წლით აირჩია. საბჭოს შვიდივე წევრმა ალექსანდრე მღებრიშვილს მხარი დაუჭირა.
რექტორი უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდან შეუდგება.
უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2010 წლიდან გიორგი სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.