გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ თსუ-ს რექტორობიდან გადადგომის მოთხოვნა მის საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება
გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ თსუ-ს რექტორობიდან გადადგომის მოთხოვნა მის საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება

გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომის მოთხოვნა მის საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება.

გიორგი შარვაშიძემ რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს თსუ-ს აკადემიურ საბჭოს მიმართა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.

დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“, – წერს გიორგი შარვაშიძე.