გორის რაიონულ სასამართლომ რადიო „მოზაიკას” დირექტორის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა
გორის რაიონულ სასამართლომ რადიო „მოზაიკას” დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა.
არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გვანცა დოლუაშვილის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანად უწოდებს დოლუაშვილუს ადვოკატი.
„სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ადგილზე კონკრეტული სამართალდარღვევის აღკვეთა. მანკიერი პრაქტიკის საფუძველზე, სასამართლო იზიარებდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას და აძლევდა მოქალაქეს პასუხისგებაში. პოლიციელებს ჰქონდათ იმედი, რომ სასამართლო გაიზიარებდა მათ ჩვენებებს. დღეს სასამართლომ გამოიტანა ობიექტური გადაწყვეტილება და უთხრა შსს-ს, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, შეუძლებელია, პირი ადმინისტრაციულ დამრღვევად ცნონ. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ შსს-ს გენერალური ინსპექციას ამ პოლიციელების დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ალექსი მერებაშვილმა.