გორის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
გორის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩა N4-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს.

დიდუბის რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 239 988 ლარია გამოყოფილი.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.