გორის პოლიციის სამმართველოსთან ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გორში, შსს-ს დროებითი დაკავების იზოლატორთან ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სიმბოლურად პოლიციის შენობასთან სახელწიფო ჰიმნი შეასრულეს.
გორის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია. დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ნოემბერს სამართალდამრღვევებად ცნო. გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი, ბექა ბასილიას კი, 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.