გორის მუნიციპალიტეტში სამ ახალ ინფიცირებულს შორის ორი მცირეწლოვანია
გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები ჰოსპიტლის თანამშრომლის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ახალ ინფიცირებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც ინფიცირებული პირის შვილები არიან.
„დღეს გაირკვა, რომ არის კიდევ სამი ინფიცირებული. სამივე ადამიანი არიან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები. მიმდინარეობს კვლევა დამატებითი კონტაქტების გამოსაკვლევად. სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არსებობს“, – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.