გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, მოპარულია ექვსი კომპიუტერი.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ გორის რაიონის რესურსცენტრში. რესურსცენტრის წარმომადგენლის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კომპიუტერები სავარაუდოდ, ფანჯრიდან არის გატანილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.