გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი დაისეტყვა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლები ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი და ნიქოზი.
დაზიანდა ხეხილის და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში თითქმის ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.