გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი დაისეტყვა
გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი დაისეტყვა

გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი დაისეტყვა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლები ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი და ნიქოზი.

დაზიანდა ხეხილის და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში თითქმის ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.