გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 12 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია
გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 12 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ეს იყო ნიმუშები ინფიცირებული მედდის კონტაქტები სოფელ ფლავსა და თერგვისში.
სოფელ თერგვისსა და ფლავში 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, 105 პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის შიდა ქართლში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი.