გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 12 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

10:15, 04.05.2020

გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 12 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ეს იყო ნიმუშები ინფიცირებული მედდის კონტაქტები სოფელ ფლავსა და თერგვისში.

სოფელ თერგვისსა და ფლავში 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, 105 პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში კორონავირუსი  კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის შიდა ქართლში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი